სათვალეები
თანამედროვე სამყაროში სათვალეს უამრავი ადამიანი იყენებს, ამ აქსესუარს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როგორც ესთეტიკური, ისე სამედიცინო მიზნებისთვის. როდესაც სათვალეები არ არსებობდა, ცუდი მხედველობის მქონე ადამიანებს უჭირდათ ამ პრობლემასთან გამკლავება.
ბუნებრივია, არავინ იცის კონკრეტულად როდის შეიქმნა სათვალე, თუმცა მე-13 საუკუნეში ინგლისელმა მღვდელმა როჯერ ბეკონმა, რომელიც საინტერესო ექსპერიმენტების ჩატარებით იყო დაკავებული, შექმნა საშუალება, რომლის მეშვეობითაც წიგნში ასოები უფრო დიდი ჩანდა და, რა თქმა უნდა, კითხვასაც აადვილებდა. მისი გამოგონება იყო მინის ბურთი, რომელსაც ადებდა წიგნს, თუმცა ამ მინას არ ჰქონდა ისეთი შედეგი, როგორიც სათვალეს, თუმცა მის ჩანასახად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ხოლო მე-14 საუკუნეში დახატულ კარდინალის პორტრეტზე უკვე ნამდვილი სათვალეა გამოსახული. შესაბამისად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ XIII-XIV საუკუნეებში შეიქმნა სათვალე. შემდეგ საუკუნეებში სათვალეები სულ უფრო მოთხოვნადი და საჭირო გახდა ნაბეჭდი წიგნების გამოშვებასთან ერთად. ბუნებრივია სათვალეების დამზადების ძირითადი არეალი ევროპა იყო.
ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მხედველობის, ისე მზის სათვალეები, რომლებიც სრულად დამზადებულია ხისგან. ხის სათვალეებმა ბოლო წლებში მოიპოვა საკმაოდ დიდი პოპულარობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხე მარტივად მოპოვებადია და ასევე მარტივად შეიძლება ჩანაცვლდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ხის სათვალეები ეკო მეგობრულია, განსხვავებით სხვა მასალით დამზადებული სათვალეებისგან.
რაც შეეხება მთავარ მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ხის და არა სხვა მასალისგან დამზადებული სათვალე არის მისი უნიკალური სტილი. ვინაიდან ხე ბუნებრივი მასალაა, სათვალის თითოეულ მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება, აქვს საკუთარი ტექსტურა, ფერი, რაც მას უნიკალურ აქსესუარად აქცევს.
იმასაც აღვნიშნავთ, რომ ხის სათვალეები შეიძლება ყველასთვის შესაფერისი არ იყოს, ვინაიდან ის ბუნებრივი მასალისგან მზადდება, ტენიანობის შემთხვევაში შეიძლება არაკომფორტული იყოს ცალკეული ინდივიდებისთვის, ასევე შეიძლება უფრო მძიმე იყოს, ვიდრე, მაგალითად, ლითონისგან დამზადებული სათვალეები.
საბოლოო ჯამში ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოში დამზადებული უნიკალური ხის სათვალეები, მაგალითად:
- ხის სათვალე
- მზის სათვალე
- და სხვა.