სარკეები

სარკეების ისტორია იწყება უძველესი დროიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, თანამედროვე სარკეებისგან ის დიდად განსხვავდება. ბუნებრივია, პირველად ადამიანებმა შენიშნეს, რომ წყალი ირეკლავდა საგნებს და დიდი ხნის მანძილზეც, ვინც უბრალო ადამიანი იყო ტაშტს ავსებდა წყლით და შიგნით იყურებოდა, რომ თავისი ანარეკლი დაენახა. თუმცა ნელ-ნელა კაცობრიობა ტექნოლოგიურად ვითარდებოდა, თავდაპირველად მოძებნეს ისეთი ნივთები, რომლებსაც არეკვლა შეეძლო, მაგალითად, პრიალა რკინა, ფოლადი, ალუმინი თუ სხვა.

საინტერესოა, რომ ეგვიპტელები იყენებდნენ ბრინჯაოს, როგორც სარკეს. ბრინჯაოს დამუშავების შემდეგ, უკეთებდნენ ტარს და კიდებდნენ კედელზე. ყველაზე გავრცელებული „სარკის“ ფორმა იყო მრგვალი, მსგავსი სარკეები იპოვეს როგორც ეგვიპტეში, ისე თურქეთისა თუ ისრაელის ტერიტორიაზე. დღევანდელი ეპოქის მსგავსი სარკეები გამოჩნდა XIII საუკუნეში. თუმცა განსხვავება ის იყო, რომ მრავალი სარკე შეღუნული იყო და გამოსახულება მახინჯდებოდა, მაგრამ ძველ სარკეებს ნამდვილად ჯობდა. ბრტყელი სარკე როგორც მეცნიერთა ნაწილი ამბობენ შეიქმნა ქალაქ ვენეციაში, თუმცა დანარჩენი ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ბრტყელი სარკე შეიქმნა ფლანდრიაში, ხოლო ვენეციელებმა უბრალოდ პატენტი შეიძინეს და მსგავსი სარკე გააკეთეს. შემდეგ უკვე სარკის ხელობა მთელს ევროპაში გავრცელდა, ლუდოვიკო XIV დამსახურებით, რომელმაც საკმაოდ დიდი დრო თუ ხარჯი მოახმარა, რომ გაეგო ვენეციელებისგან, თუ როგორ მზადდება ბრტყელი სარკე.

ჩვენთან ბუნებრივია, შეგიძლიათ შეიძინოთ თანამედროვე სარკეები, რომლებიც ფაქტობრივად, ხელოვნების დონეზეა აყვანილი ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენი სარკეები, როგორებიცაა:

არასოდეს დამივიწყო
და სხვა ულამაზესი სარკეები